ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N72
სპერმის დონაცია

სპერმის დონაცია

ყოველი 25 მამაკაციდან ერთს რეპროუქციული პათოლოგია აღენიშნება და არ შეუძლია იყოლიოს საკუთარი შვილი. ამასთან ერთად ხშირია გენეტიკური პრობლემებიც. უშვილო წყვილიდან დაახლოებით რვიდან ერთს სამედიცინო ჩვენებით სპერმის დონორის გამოყენება ესაჭიროება.

დონორის სპერმის გამოყენებას საჭიროებენ მარტოხელა ქალებიც. ქალის კარგი რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირობებში ტარდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია დონორის სპერმით. როგორც წესი პროცედურა საკმაოდ ეფექტური და მარტივია.

დონორის სპერმის გამოყენება რიგ შემთხვევაში IVF პროგრამის ფარგლებშიც ხდება.

მიღებული ორსულობის მიმდინარეობასთან, ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ისეთივეა, როგორც სხვა შემთხვევაში  დამდგარი ორსულობის დროს ჩვეულებრივ პოპულაციაში.