კ. ჩაჩავას ქუჩა 4 , თბილისი, სართული 17
დონაციის პროგრამა

ვისთვის არის აუცილებელი  დონორი?

                                                               

კვერცხუჯრედის დონორი:

ქალი კვერცხუჯრედის 2 მილიონიანი მარაგით იბადება. ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა კლებულბს. ბოლო წლებში კვერცხუჯრედის დონაციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ადრე ამ მეთოდს მიმართავდნენ ის ქალბატონები, რომელსაც საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი მენოპაუზა აღენიშნებოდათ. ნაადრევი მენოპაუზის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ქირურგიული ჩარევა, აუხსნელი მიზეზები. დონაციის მსურველი ქალბატონების ასაკი 30-40 წელია, რომელთაც უკვე ჰქონდა ინვიტრო განაყოფიერების უშედგო ცდა. სამწუხხაროდ მათ მიერ გამოყოფილი კვერცხუჯრედები ჯანმრთელი ემბრიონის განვითარებისათვის უვარგისი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ერთადერთი არჩევანი არის ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით.

 

სპერმის დონორი

ყოველი 25 მამაკაციდან  ერთს რეპროდუქციული პათოლოგია აღენიშნება და არ შეუძლია იყოლიოს საკუთარი შვილი. ამასთან ერთად ხშირია გენეტიკური პათოლოგიებიც. უშვილო წყვილებიდან დაახლოებით რვიდან ერთს სამედიცინო ჩვენებით ესაჭიროება სპერმის დონორის გამოყენება. დონორის სპერმის გამოყენება რიგ შემთხვევებში IVF პროგრამის ფარგლებში ხდება. მიღებული ორსულობის მიმდინარეობასთან, ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები იგივეა, როგორც სხვა შემთხვევაში დამდგარი ორსულბის დროს ჩვეულებრივ პოპულაციაში.

 

კომპანია "Happy Family" გთავაზობთ კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორების მუდმივად განახლებად ბაზას. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია პაციენტების სურვილზე. ჩვენ ვაკმაყოფილებთ თქვენს ფსიქოლოგიურ, ემოციურ და იურიდიულ მოთხოვნებს.კვერცხუჯრედის დონორი შიეძლება გახდეს ქალი 21 დან 33 წლის ჩათვლით, როდესაც გამოკვლევების შედეგად დადგინდება, რომ ის სრულიად ჯანმრთელია როგორც რეპროდუქტოლოგიური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.