მარიჯანის ქუჩა N6, თბილისი
საერთაშორისო კანონმდებლობა

გერმანია

ახლანდელი კანონის თანახმად, არცერთმა სპეციალისტმა არ უნდა მოახდინოს განაყოფიერება და ემბრიონის დონაცია, ქალზე რომელიც მზად არის გადასცეს ბავშვი  პოტენციურ მშობლებს დადგენილ ვადებში. ეს არის სამათლებლივი დანაშაული და გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას, ან შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდას.

კანონი: 13 ბ. გულისხმობს, რომ არ შეიძლება ერთად განიხილებოდეს სუროგატი დედა და სარწმუნო პოტენციური მშობლები (ან პირიქით).


კანონი: 13 დ.  კრძალავს რეკლამირებას სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით და მისი არ გათვალისწინება გულისხმობს სისხლის სამართლის აღძვრას.


###

სწორედ ასეთი  კანონის გამო, გერმანელ წყვილებს რომლებსაც დარჩენიათ შვილის ყოლის მხოლოდ ეს გზა, მიმართვენ სხვა ქვეყნებს რათა იყოლიონ შვილი, რადგან გერმანული კანონი ბუნდოვანი და მეტ-ნაკლებად გაუგებარია. გერმანიაში სუროგატ დედებს არ შეუძლიათ განახორციელონ ის, რაც არის ყოველდღიური მოვლენა უამარავ ცივილიზებულ ქვეყანაში.

ტეხასში 2003 წლიდან სასამართლომ დაადგინა კანონი გესტაციური სუროგაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ სუროგატი დედა არის კომპენსირებული, თუ ისინი დაემორჩილებიან კანონის ყველა პუნქტს და ექნებათ სამართლებრივი თანხმობა მათი მოლაპარაკების შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მშობლები იქნებიან კანონიერად აღიარებულნი და ყოველგვარი შვილად აყვანის პროცედურის გარეშე აიღებენ ბავშვის დაბადების მოწმობას, სადაც ჩაიწერება მშობლების სახელები და გვარები.

 

კანადა

კანადაში კომერციული სუროგაცია აკრძალულია, ალტრუისტული სუროგაცია ჯერჯერობით კანონიერად ითვლება.

სუროგატი დედა მკაცრად არის დაცული კანონის მიერ და მას შეუძლია აზრი შეიცვალოს ბავშვის დაბადებიდან  30 დღის განმავლობაში  და შეუძლია ბავშვი დაიტოვოს. მას არ ევალება არანაირი ახსნა განმარტების მიცემა.

სუროგაცია ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში (გერმანია, იტალია და საფრანგეთი)


იტალია

იტალიაში , ისევე როგორც გერმანიასა და საფრანგეთში სუროგაცია პირდაპირი მნიშვნელობით აკრძლულია. კანონის ის ნაწილი რომელიც ითვალისწინებს ემბრიონის დაცვას, ითველისწინებს რომ აკრძლულია იმ ქალის განაყოფიერება, რომელიც მზად არის ბავშვი სხვას მისცეს დაბადებისთანავე. აღნიშნული ქმედება ითვლება კრიმინალურად. ამ ქვეყნებიში ასევე აკრძალულია  სუროგაციისა და სხვა მსგავსი ქმედებების რეკლამირება.


ინდოეთ

იმ ადამიანებისთვის ვინც ეძებს სუროგატ დედებს, ბოლო წლებში ძალზედ პოპულარული გახდა ინდოეთი.  ამის ორი მიზეზი არსებობს: 1. ინდოეთში არ არის კანონი სუროგაციის შესახებ.  2. მომსახურების ხელსაყრელი ფასი. 

სუროგატი დედების კომპენსაცია ინდოეთში 3 დან 6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც ინდოელი ქალისთვის ითვლება დიდ შემოსავლად ითველბა, ეს ფასი კი არის მიზერული იმასთან შედარებით რასაც სუროგატებს სხვა ქვეყნებში უხდიან.


ისრაელი

ისრაელს აქვს საკმაოდ დეტალური და მკაფიოდ განსაზღვრული კანონი სუროგაციასთან დაკავშირებით.

ისრაელში ტრადიციული სუროგაცია აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ სუროგატ დედას არ შეუძლია საკუთარი კვერცხუჯრედი გამოიყენოს განაყოფიერებისთვის; ასევე ბავშვი გენეტიკურად არ უნდა იყოს დაკავშირებული დედასთან. სუროგატი დედა ვერ იქნება დაოჯახებული ქალი, ხოლო ყოველ სუროგატულ მოლაპარაკებას აკონტროლებს მთავრობა. ისრაელში წყვილებს არ შეუძლიათ სუროგაციით სარგებლობა.

სუროგაცია საზღვარგარეთ (იხილეთ მიბმული ფაილი)