ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N72
კომპანიის შესახებ


 ჩვენი სერვისის  გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ პოტენციურ  მშობლებს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე IVF კლინიკებს და ხელს ვუწყობთ მათი მოთხოვნების შესაფერისი სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის  დონორის შერჩევაში. “Happy Family” აწარმოებს მთელი პროცესის მონიტორინგს , დაწყებული სუროგატი დედის და დონორის შერჩევიდან დამთავრებული ბავშვის გაჩენით და შესაბამისი საბუთების მომზადებით.

 ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო ინვიტრო კლინიკებთან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ . ჩვენი მთავარი მიზანია ვუზრუნველყოთ პოტენციური მშობლების მაქსიმალური კომფორტი.

 ორსულობის დროს კომპანიის კოორდინატორი 24/7 აწარმოებს კომუნიკაციას, როგორც სუროგატ დედასთან ასევე პოტენციურ მშობლებთან.  მუდმივ რეჟიმში ხდება ორსულობის მიმდინარეობის და შესაბამისი გამოკვლევების კონტროლი. ასევე მოწმდება დროულად არის თუ არა მიღებული საჭირო მედიკამენტები ორსულის მიერ, როგორი რეჟიმით ცხოვრობს ის და ა.შ საჭიროების შემთხვევაში კომპანიის კოორდინატორი უწევს მას დახმარებას , მიყვება ექიმთან კონსულტაციაზე ,ეხმარება მედიკამენტების სწორად მიღებაში, რათა ორსულობა წარიმართოს მინიმალური გართულებების გარეშე და დასრულდეს ჯანმრთელი ბავშვის დაბადაბით.


"Happy Family" გთავაზობთ მომსახურეობის სრულ პაკეტს:

  • ჩვენ დაგეხმარებით ჯანმრთელი და საიმედო სუროგატი დედის პოვნაში.
  • თქვენ შეძლებთ დონორის შერჩევას, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს მოთხოვნებს და კრიტერიუმებს.
  • გვაქვს დონორების და სუროგატი დედების მუდმივად განახლებათი ბაზა, მათი შერჩევა ხდება ასაკის,ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გათვალისწინებით.
  • ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო IVF კლინიკებს, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
  • ჩვენი კომპანია ორიენტირებულია პაციენტის სურვილებზე. ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მოთხოვნებს.
  • ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ VIP და ეკონომ პაკეტებს.
  • ჩვენ ვაწარმოებთ სუროგატი დედის მონიტორინგს დღიდან ბავშვის ჩასახვისა მის გაჩენამდე.
  • საქართველ არის თანამედროვე ქვეყანა, სადაც ლეგალურია საერთაშორისო სუროგაცია.
  • კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
  • ენდეთ ჩვენს 10 წლიან გამოცდილებას ამ სფეროში.

 

გახდი მშობელი და და შეცვალე შენი ცხოვრება "HAPPY FAMILY"-სთან ერთად