ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N72
ჩვენს შესახებ


"სუროგაციისა და დონაციის ცენტრი "Happy Family" , მეან-გინეკოლოგის ნათია დევდარიანის მიერ დაფუძნდა.

კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს უშვილობის მკურნალობა მისი დამხმარე, უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიებით.  "Happy Family" თანამშრომლობს საქართველოს ყველა წამყვან კლინიკასთან და ექიმთან.

სუროგაცია და კვერცხუჯრედის დონაციის ცენტრი "Happy Family"კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.  მის დამფუძნებელს ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია.  

ჩვენი სერვისის  გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ პოტენციურ  მშობლებს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე IVF კლინიკებს და ხელს ვუწყობთ მათი მოთხოვნების შესაფერისი სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის  დონორის შერჩევაში. “Happy Family” აწარმოებს მთელი პროცესის მონიტორინგს , დაწყებული სუროგატი დედის და დონორის შერჩევიდან დამთავრებული ბავშვის გაჩენით და შესაბამისი საბუთების მომზადებით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო ინვიტრო კლინიკებთან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ . ჩვენი მთავარი მიზანია ვუზრუნველყოთ პოტენციური მშობლების მაქსიმალური კომფორტი.

ორსულობის დროს კომპანიის კოორდინატორი 24/7 აწარმოებს კომუნიკაციას, როგორც სუროგატ დედასთან ასევე პოტენციურ მშობლებთან.  მუდმივ რეჟიმში ხდება ორსულობის მიმდინარეობის და შესაბამისი გამოკვლევების კონტროლი. ასევე მოწმდება დროულად არის თუ არა მიღებული საჭირო მედიკამენტები ორსულის მიერ, როგორი რეჟიმით ცხოვრობს ის და ა.შ საჭიროების შემთხვევაში კომპანიის კოორდინატორი უწევს მას დახმარებას , მიყვება ექიმთან კონსულტაციაზე ,ეხმარება მედიკამენტების სწორად მიღებაში, რათა ორსულობა წარიმართოს მინიმალური გართულებების გარეშე და დასრულდეს ჯანმრთელი ბავშვის დაბადაბით.