ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N72
IVF/PGD/PGS/DNA

 

IVF- ინვიტრო განაყოფიერება, თავდაპირველად სინჯარის განაყოფიერების მეთოდი შეიქმნა როგორც მილისმიერი უშვილობის გადაჭრის საშუალება, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილმა მონაცემებმა აშკარა გახადა,  რომ მისი გამოყენების ჩვენებები ბევრად ფართოა და მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიც არის მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევები, ენდომეტრიოზი, ანოვულაციის მძიმე ფორმები, ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, განვითარების მანკები, იდიოპათიური უშვილობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მილის მძიმე დაზიანების დროს მილების ქირურგიული ამოკვეთის გარეშე ეფექტურობა სხვა შემთხვევებზე ბევრად დაბალია, ამავე დროს ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგომის ალბათობაც. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსამზადებელი გამოკვლევების გულდასმით ჩატარება რათა  გამოირიცხოს ან გამოსწორდეს ყველა პათოლოგია, რომელიც ამცირებს ორსულობის დადგომის ალბათობას. დღეისთვის, უშვილობის გამომწვევი მიზეზთა უმრავლესობის გადაჭრის საუკეთესო მეთოდად IVF -ინ ვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით დაბადებულ ბავშვებს "სინჯარის ბავშვებს" უწოდებენ, რადგან ემბრიონის წარმოქმნისა და განვითარების პირველი  ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება .ქალისა და მამაკაცის გამეტებს - კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს - ათავსებენ სპეციალურ სინჯარაში სადაც ისინი ერთმანეთს შეერწყმიან - ხდება განაყოფიერება, სიცოცხლის ჩასახვა.

 

 

 

PGD/PGS - პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზი/პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი არის ტესტი რომელიც უტარდება ემბრიონს გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. ეს ტესტი მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის რომელთაც აინტერესებთ გაიგონ თუ რა გენეტიკური დაავადების მატარებელი შესაძლოა იყოს მათი შვილი. ამ მეთოდით ასზე მეტი გენეტიკური პათოლოგიის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი 

DNA- დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც შეიცავს ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი. დნმ-ის სხვადასხვა უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელობანია გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში. ის არის გენეტიკური ინფორმაცის მატარებელი.