მარიჯანის ქუჩა N6, თბილისი
სუროგაცია-დონაცია

ვისთვის არის აუცილებელი კვერცხუჯრედის დონორი 

ქალი კვერცხუჯრედის 2 მილიონიანი მარაგით იბადება. ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა კლებულობს.
ბოლო წლებში კვერცხუჯრედის დონაციისადმი მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ადრე ამ მეთოდს მიმართავდნენ ის ქალბატონები, რომლებსაც საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი  მენოპაუზა აღენიშნებოდა. ნაადრევი მენოპაუზის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ქირურგიული ჩარევა, აუხსნელი მიზეზები.დონაციის მსურველი ქალბატონების ასაკ 30-40 ელია, რომბლებსაც უკვე ჰქონდათ ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა, სამწუხაროდ მათ მიერ გამოყოფილი კვერცხუჯრედები ჯამრთელი ემბრიონის განვითარებისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ამ კატეგორიის ქალების ერთადერთი არჩევანი არის ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით.

გაქვთ სურვილი გახდეთ კვერცხუჯრედის დონორი?

კვერცხუჯრედის დონორი შეიძლება გახდეს ქალი 21-დან 33 წლის ჩათვლით, როცა გამოკვლევების
შედეგად დადგინდება,რომ ის სრულიად ჯანმრთელია როგორც რეპროდუქტოლოგიური, ასევე  ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით.
როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება შეიცვალოს
დონორის კვერცხუჯრედით. ზოგადად ქალი ყოველ თვე წარმოქმნის ლიდერ ფოლიკულს, რომელიც შეცავს ერთ კვერცხუჯრედს და კარგავს დანარჩენ არა ლიდერ ლიკულებს. შესაბამისი მედიკამენტოზური ჩარევა შესაძლებელს იძლევა ისე მომწიფდეს ყველა ფოლიკული, რომ მივიღოთ კვერცხუჯრედები.


კვერცხუჯრედის დონორთა შემოწმება:

თუ თქვენ გაქვთ სურვილი და აკმაყოფილებთ რამოდენიმე სამედიცინო-ფსიქოლოგიურ სტანდარტ, შეგიძლიათ გაიაროთ შემოწმება და ჩაერთოთ  კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამაში.

პროგრამის ძირითადი მოთხოვნები:


 - ასაკი 21-დან-33 წლამდე;
 -
ჯამრთელი ჰორმონალური მდგომარეობა;
 -
სიმაღლე და წონა ნორმის ფარგლებში;
 -
არ უნდა იყოს მწეველი და ნარკოტიკების მომხმარებელი;
 -
ჰყავდეს მინიმუმ ერთი შვილი

წინასწარი გამოკვლევების მიხედვით, ივსება სამედიცინო ისტორია, რომელშიც აისახება ინფორმაცია ჯამრთელობის

მდგომარეობის შესახებ. დონორი ამასთან გადის პირველად გასაუბრება კოორდინატორთან და იტარებს სრულ

გინეკოლოგიურ გამოკვლევა რეპროდუქტოლოგთან. აუცილებელია ფსიქოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევა;

 

დონორად მომზადება

პირველი გამოკვლევები ტარდება მენსტრუალური ციკლის მე-2 დღეს.შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ხდება

პოტენციური დედის და დონორის ციკლის თანხვედრა. რის შემდეგაც 10-21 დღის განმავლობაში ტარდება ინექციებით

მოსამზადებელი კურსი.


საკვერცხეების პუნქცია

საკვერცხეების პუნქცია შედარებით იოლი პროცესია. მას ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მარჯვენა და მარცხენა

საკვერცხიდან ფოლიკულების ამოღება-ასპირაციის საშუალებით ატარებენ. იმისთვის, რომ ნემსი  დანიშნულები

ადგილზე შევიდეს, დონორს ტრანსვაგინალური ულტრა სონოგრაფია უტარდება. ეს პროცესი მიმდინარეობ 

გაუტკივარებით, რეპროდუქტოლოგი ნემსით აწარმოებს ფოლიკულის საკვერცხიდან ასპირაცი და დაუყოვნებლივ

ამოწმებს მიკროსკოპით რათა დარწმუნდეს რომ კვერცხუჯრედი სიცოცხლის უნარიანია. შემდეგ ფოლიკულები თავსდება

ინკუბატორში. აღნიშნული პროცესი 15-დან-30 წუთამდე გრძელდება.

 

როგორ იგრძნობთ თავს პუნქციის შემდეგ?

კვერცხუჯრედის ასპირაციის შემდეგ, დონორს შესაძლოა მუცლის არეში უმნიშვნელო დაჭიმულობის შეგრძნება ქონდე

კლინიკაში ერთსაათიანი დაკვირვების შემდეგ დონორი სახლში მიდის. მას შესაძლოა ქონდე ვარდისფერი ან ყავისფერ

გამონადენი საშოდან - ეს სრულიად ნორმალურია. ექიმი ინფეცირებისგან თავის დასაცავად ნიშნავს ანტიბიოტიკებს.

 

კომპენსაცია

გადაწყვეტილება კვერცხუჯრედის დონორად გახდომის შესახებ  უდიდესი საჩუქარია! დონორს ეკუთვნის ფულად

კომპენსაცია არა მარტო დახარჯული დროისა და პროგრამაში მონაწილეობისათვის, არამედ დონაციის შემდგომ

განვითარების ხელშეწყობისათვის.