ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის N72
ჩვენი გუნდი

ნათია დევდარიანი

კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნათია დევდარიანი წლებია სუროგაციის და დონაციის სფეროში წარმატებით მუშაობს და საუკეთესო ბიზნეს რეპუტაციით სარგებლობს. აქვს ორი უმაღლესი განათლება, პროფესიით ექიმი გინეკოლოგი და ჟურნალისტი.

"12 წელია, რაც სუროგაციის და დონაციის სფეროში ვმუშაობ. დაგროვილმა გამოცდილებამ მიმაღებინა გადწყვეტილება, რომ დამეარსებინა სუროგაციის და დონაციის ცენტრი „ბედნიერი ოჯახი“, რათა უფრო მასშტაბურად და მეტი პასუხისმგებლობით ჩავდგომოდი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს სათავეში. პირადად ჩემი დიდი სურვილი და უზარმაზარი ენთუზიაზმი უძღვოდა ამ ყველაფერს წინ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ასობით ბავშვი იბადება ჩემი კომპანიის მეშვეობით და უამრავ ოჯახში შეგვაქვს ბედნიერება და სიხარული. პირადად ვარ ჩართული კომპანიის ყველა საქმიანობაში, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადებას."

TEL : (+995) 568 40 50 50

E-mail: info@surogationcenter.com;

 natia@surrogationcenter.com 

 

 

ნინი ჩირგაძე

ნინის განათლება აქვს მიღებული კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტში,მისი სპეციალობა არის საერთაშორისო ურთიერთობები. ამჟამად ის  განაგრძობს სწავლას მაგისტრის წოდებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტზე. მას აქვს გამოცდილება მიღებული საბანკო და ბიზნესის სფეროში . ასევე გაიარა საერთაშორისო ფსიქოლგიური კურსი. ჩვენს კომპანიაში ის არის კომპანიებთან და პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი.

ენები: ქართული, ინგლისური

Tel :  (+995) 596 23 50 50

E-mail : nino@surrogationcenter.com


ნინო ხვედელიანი

ნინოს განათლება აქვს მიღებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამთავრებული აქვს ესპანურ-ინგლისური ენის ფაკულტეტზე. მისი სამუშაო გამოცდილება ბევრ წელს ითვლის. თავდაპირველად ის მუშაობდა პედაგოგად და თარჯიმნად სხვადასხვა კომპანიასა და უცხო ენების ცენტრებში. ასევე მუშაობდა ესპანეთში პროექტის კოორდინატორად.მუშაობის გამოცდილება აქვს ტურისტულ ბიზნესში. ჩვენს კომპანიაში კი  კოორდინებას უწევს  ესპანურ პროექტებს ასევე პაციენტებს აცნობს საქართველოს კუთხეებს და კულტურას.

ენები: ესპანური, ინგლისური, რუსული 

Tel: +995 591 34 14 33

E-mail: ninikgeorgia@gmail.com

 

 

ნანა მღებრიშვილი

ნანას  განათლება აქვს მიღებული კავკასიის უნივერსიტეტში, მისი სპეციალობა არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტი. ნანუკას აქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში. ის არის ასევე საუნივერსიტეტო კვლევის მონაწილე და სერთიფიკატის მფლობელი. 

ენები: ინგლისური, ფრანგული, რუსული

TEL: +995 91 91 17 05

 E-mail: nanuka.surrogationcenter@gmail.com