კ. ჩაჩავას ქუჩა 4 , თბილისი, სართული 17
კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამის შედეგად მსოფლიოში პირველი ბავშვი 1982 წელს Monah IVF ცენტრში  დაიბადა.  საქართველოში კი პირველი ასეთი ბავშვი 2004 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის ისტიტუტში მოევლინა ქვეყანას. 


საწყის ეტაპზე კვერცხუჯრედის რეციპენტებს წაროადგენდნენ ქალები ნაადრევი საკვეერცხეების განლევის სინდრომით, თუმცა ამ პროგრამის გამოყენების ჩვენებები ბოლო წლებში გაფართოვდა და მოიცავს, როგორც გენეტიკურად დიაგნოსტირებული დაავადებებს, ასევე უშედეგო ინ-ვიტრო განაყოფიერების ციკლების მქონე პაციენტებს, ე.წ. Poor responder სტიმულაციაზე ცუდი პასუხის მქონე პაციენტებს, ან პაციენტებს პოსტკასტრაციული (ქირურგიული ან ქიმიოთერაპიის შემდგომი) სინდრომით და სხვა.



პროგრამის ფარგლეში მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაციის შემდეგ, სტიმულაცია უტარდება დონორ ქალს, დედა-რეციპიენტს კი ჰორმონების საშულებით უტარდება საშვილოსნოს ღრუს მომზდება იმპლატანციისთვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  ამ პროგრამაშიც ასაკის მატებასთან ერთად ორსულობის ალბათობა კლებულობს. ორსულობის დადგომის ალბათობა უპირატესად ემბრიონების ხარისხსზეა (ასაკზე) დამოკიდებული და არა საშვილოსნოს მდგომარეობაზე.