აქ თქვენ დაგხვდებათ თბილი და მზრუნველი გარემო, კვალიფიციური თანამშრომლები. კომპანიას გააჩნია ვრცელი დონორების და სუროგატი დედების ბაზა.თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სუროგატი დედა ან დონორი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით . მათი ბაზაში მოხვედრა ხორციელდება მრავალი პროცედურის გავლით. ისინი გადიან ფსიქოლოგიურ და სამედიცინო გამოკვლევებს, ყურადღება ექცევა განათლებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. დონორების ასაკი მერყეობს 20 დან 32 წლამდე ,ხოლო სუროგატი დედის 20 დან 38 წლამდე. "HAPPY FAMILY" -ს დახმარებით უამრავ წყვილს ეყოლა შვილი. ჩვენ ვზრუნავთ ორსულ დედაზე და ვაწარმოებთ მონიტორინგს მთელი ორსულობის განმავლობაში . დროულად ვაწვდით ინფორმაციას პოტენციურ მშობლებს ორსულობის მიმდინარეობის და ჩატარებული გამოკვლევების შესახებ.