მარიჯანის ქუჩა N6, თბილისი
რა არის IVF ?
09.02.2018

IVF-ის  სრული დასახელებაა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, სიტყვასიტყვით სხეულის გარეთ განაყოფიერებას ნიშნავს. IVF წარმოადგენს უშვილობის მკურნალობის თანამედროვე და ეფექტრურ მეთოდს. 

თავდაპირველად სინჯარის განაყოფიერების მეთოდი შეიქმნა როგორც მილისმიერი უშვილობის გადაჭრის საშუალება, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილმა მონაცემებმა აშკარა გახადა,  რომ მისი გამოყენების ჩვენებები ბევრად ფართოა და მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიც არის მამაკაცის სპერმატოგენეზის დარღვევები, ენდომეტრიოზი, ანოვულაციის მძიმე ფორმები, ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, განვითარების მანკები, იდიოპათიური უშვილობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მილის მძიმე დაზიანების დროს მილების ქირურგიული ამოკვეთის გარეშე ეფექტურობა სხვა შემთხვევებზე ბევრად დაბალია, ამავე დროს ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგომის ალბათობაც. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსამზადებელი გამოკვლევების გულდასმით ჩატარება რათა  გამოირიცხოს ან გამოსწორდეს ყველა პათოლოგია, რომელიც ამცირებს ორსულობის დადგომის ალბათობას.

დღეისთვის, უშვილობის გამომწვევი მიზეზთა უმრავლესობის გადაჭრის საუკეთესო მეთოდად IVF -ინ ვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით დაბადებულ ბავშვებს "სინჯარის ბავშვებს" უწოდებენ, რადგან ემბრიონის წარმოქმნისა და განვითარების პირველი  ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება.

ქალისა და მამაკაცის გამეტებს - კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს - ათავსებენ სპეციალურ სინჯარაში სადაც ისინი ერთმანეთს შეერწყმიან - ხდება განაყოფიერება, სიცოცხლის ჩასახვა.

IVF გულისხმობს საკვერცხეების სტიმულაციის შედეგად საკვერცხეეებში რამდენიმე ფოლიკულის მომწიფებას, მათ ასპირაციას ტრანსვაგინალური პუნქციის გზით კვერცხუჯრედების მიღების მიზნით და განაყოფიერებას მეუღლის სპემატოზოიდებით სინჯარაში (ინ ვიტრო). სპერმატოზოიდების მორფო-ფუნქციური პათოლოგიის არსებობისას გამეტების შერწყმას ახორციელებს ემბრიოლოგი - გამოიყენება მიკრომანიპულაცია - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია. განაყოფიერების ჩასატარებლად საკმარისია სულ რამდენიმე სპერმატოზოიდი.

ქალის ასაკის, ჰორმონული მდგომარეობის, ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინაბით საკვერცხეების სტიმულაციიისთვის გამოიყენება სხვადასხვა პროტოკოლები - სხვადასხვა მედიკამენტების კომბინაცია სხვადასხვა დოზებითპრეპარატების გამოყენების ხანგრძლივობა, დოზირება წყდება ულტრაბგერითი და ჰორმონული მონიტორინგის საფუძველზე. დამაკმაყოფილებლად ითვლება 6-15 კვერცხუჯრედის მიღება.

საკვერცხეების ტრანსვაგინული პუნქცია ნაკლებად ინვაზიური ამბულატორიული ჩარევაა, რომელიც სრულდება ტრანსვაგინული ექოსკოპიის კონტროლით და უმრავლეს შემთხვევებში არ საჭიროებს გაუტკივარებას. სპეციალური ნემსის საშუალებით ხდება საკვერცხეში ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედის შემცველი სითხის ასპირაცია.

ICSI პროცედურის შედეგად პირველი ბავშვი 1992 წელს დაიბადა, მას შემდეგ კი პატარების რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. მიკრომანიპულაცია საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს არა მარტო უკიდურესად მძიმე დარღვევების მქონე მამაკაცის სპერმატოზოიდი, არამედ აზოოსპერმიის შემთხვევაში სათესლეებიდან ქირურგიული გზით - MESE, MESA, AESA და სხვ. მიღებული სპერმატოზოიდებიც.

მიღებული ემბრიონები რამდენიმე დღე კულტივირდება ინკუბატორში და შემდეგ გადააქვთ საშვილოსნოს ღრუში სადაც ისინი აგრძელებენ განვითარებას.

 ემბრიონი გადის განვითარების თანმიმევრულ სტადიებს, მისი გადატანა  საშვილოსნოს ღრუში რუტინულად სრულდება  2 - 3 დღის შემდეგ. ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით ხდება ემბრიონების კულტივაცია - გაზრდა ბლასტოცისტამდე - მათი საშვილოსნოს ღრუში 5-6 დღის შემდეგ გადატანით.

აზოოსპერმიის დროს, როცა ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობს, შესაძლებელია მათი სათესლიდან ქირურგიული გზით ამოღება - სათესლის დანამატიდან, ტესლიკულებიდან სპერმის ასპირაციის/ექსტრაქციის -MESA, TESA, TESE  ჩატარება. ამ  მეთოდების საშუალებით შესაძლებელია საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლა როგორც ობსტრუქციული, ისე არაობსტრუქციული აზოოსპერმიის მქონე პაციენტებისთვისაც. რა თქმა უნდა, მიღებული ემბრიონის პოტენციალი ამ პათოლოგიათა გამომწვევ მიზეზებთან პირდაპირ კავშირში იმყოფება.

ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში რუტინულად სრულდება საკვერცხის ტარანსვაგინალური პუნქციდან 2 - 3 დღის შემდეგ. ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით ხდება ემბრიონების კულტივაცია - გაზრდა ბლასტოცისტამდე - მათი საშვილოსნოს ღრუში 5-6 დღის შემდეგ გადატანით.

თვითონ მანიპულაცია აბსოლიტურად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას. საშვილოსნოს ყელის გავლით, მისი გაფართოების გარეშე, სპეციალური დრეკადი კათეტერით ემბრიონებს ვტოვებთ საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა სრულდება ტაქტილური და ულტრაბგერითი კონტროლით. საშვილოსნოს ღრუში გადატანილი ემბრიონების რაოდენობა დამოკიდებულია წყვილის ასაკზე, საშვილოსნოს მდგომარეობაზე, ემბრიონების ხარისხზე. უფრო ხშირად გადაგვაქვს 2 ან 3 ემბრიონი, რადგან გადატანილი ემბრიონების რაოდენობის გაზრდით იზრდება ორსულობის დადგომის ალბათობა, მაგრამ ასევე იზრდება მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკიც, რაც შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა ავიცილოთ. შესაძლებელია დარჩენილი ემბრიონების, ისევე როგორც სპერმის, კრიოპრეზერვაცია - გაყინვა, მათი შემდგომში გამოყენების მიზნით.

გადატანიდან 12 დღის  შემდეგ ვენურ სისხლში ერთ-ერთი ჰორმონის -HCGგანსაზღვრის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება შედგა ორსულობა თუ არა, კიდევ 1 კვირაში კი სანაყოფე პარკი უკვე ულტრაბგერითი კვლევითაც ვლინდება.

 

სხვა სიახლეები
კომპანია "Happy Family"
12.02.2018
კომპანია "Happy Family" არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ."Happy Family" საკმაოდ დიდი ხანია დამკვიდრდა სუროგაციის და დონაციის სფეროში. ათწლიანმა...
რატომ "HAPPY FAMILY"
09.02.2018
აქ თქვენ დაგხვდებათ თბილი და მზრუნველი გარემო, კვალიფიციური თანამშრომლები.კომპანიას გააჩნია ვრცელი დონორების და სუროგატი დედების...
სუროგაცია საქართველოში
09.02.2018
საქართველო თანამედროვე ქვეყანაა, სადაც სუროგაცია და კვერცხუჯრედის დონაცია კანონმდებლობით ნებადართულია. საქართველო იზიდავს უამრავ ტურისტს თავისი გეოგრაფიული და კულტურული...